მინდა დაგიდგა კარავი...


დამყვება ეს შავი ქუჩები
ლანდები მაცილებს თან
ეს ჩემი ბავშვობის ქალაქი
ბავშვობის სიყვარულს გავს
მე შენთვის დავდგი კარავი
მითხარი სადა ხარ
რა არის დასამალავი
მიყვარხარ, მიყვარხარ
სანთელი იწყებდა წვას
მე და შენ ვცეკვავდით ვალსს
გულს უნდა რაღაცა თქვას
გიცქერ ვერ გაშორებ თვალს.
დამყვება ეს შავი ქუჩები
ლანდები მაცილებს თან
ბავშვობის გზის ბილიკები
მიგვიყვანს წარსულთან
მინდა ვიცეკვოთ დილამდის
მომხვიე ხელია
ჩემი ოცნებით გამაძღე
ეს ცეკვაა ჩვენია
მინდა დაგიდგა კარავი
ზღვის სანაპიროსთან
რა არის დასამალავი
მიყვარხარ, მიყვაეხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი