ჰელენს


შენ სიცოცხლეზე სიცოცხლევ
შენ გულში გულო მზიანო
შენ სიყვარულის ყვავილო
ცრემლამდე ღიმილიანო
შენ ვარსკლავივით კაშკაშავ
ყვავილო სურნელიანო
მზის სხივო თბილო, ნათელო
და მზეზე უფრო მზიანო
შენ საოცრებავ ზღაპრულო
მითხარ ასეთი რა ხარო
სულ ვფიქრობ რა მოვიგონო
ყოველდღე რომ გაგახარო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი