ასე მინდა.


მე ჩემს რომანტიკაში ვარ
და შით დავფრენ ჩემთვის
სულ არ ვფიქრობ რომ ვინ როდის
მიყვარხარო გეტყვის
შენი მჯერავს, შენთვის მინდა
რომ გავშალო ფრთები
სულ მადარდებს, თუ ვის ხელში
ხვალე აღმოჩნდები.
მე დღეს მინდა შენი სითბო
რომ შენს გულში ვნახო
რასაც შენზე წარმოვიდგენ
ცაზე რომ დავხატო
მე აქ მინდა ვარსკლავებში
მოვეფერო თვალებს
ის შენია ერთადერთი
რომელიც მაწვალებს.
მე ჩემს რომანტიკაში ვარ
და აქ დავფრენ ჩემთვის
თუ ჩამხედავ ჩემს თვალებში
ის ყველაფერს გეტყვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი