უშენოდ როგორ ვიცხოვრო


უშენოდ როგორ ვიცხოვრო
ცხოვრება გახდა ოცნება
სიზმრებში არ მიმატოვა
შენმა გრძნობარე კოცნებმა
შენი ალერსი მომინდა
გული არ მემორჩილება
შენ რომ წაიღე ის მინდა
ის მინდა, სხვა არ მჭირდება
ის სიყვარული ნამდვილი,
ჩვენსგან გამოგონილიო
და სიყვარულის გრძნობებში
გრძნობებზე აწყობილიო,
უშენოდ როგორ ვიცხოვრო
მარტო ცხოვრება არ მინდა
გარეთ რა კარგი დარია
მე გულში რატომ მაწვიმდა,
ნელა მიკვდება ოცნება
ნუთუ არ არის შველება
უშენოდ როგორ ვიცხოვრო
უშენოდ რა მეშველება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი