რომ გაგათბო დედი


დედის საფლავს თოვლი დაათოვებს 
მე სიმწარით მეყინება გული
რა მწარეა როცა დედა გტოვებს,
და ამ ტკივილს არ აქვს დასასრული,
დედი ზოგჯერ მე შენ ვერ გიგებდი
მაგრამ ეხლა როგორ მესმის შენი
ახალ წელსაც უშენოდ შევხვდები
რომ იცოდე როგორ მიჭირს დედი,
მარტოობა დედა რა ცუდია
მომენატრა თბილი მოფერება,
ღმერთო შენიც ვეღარ გამიგია
დედა რატომ, დედა რისთვის კვდება,
უშენობას ვეღარ ვეგუები, 
ჩემო დედა, ჩემო ერთად ერთო,
რად წამართვი, რისთვის მე ვერ ვხვდები
დედა ასე ახალგაზრდა ღმერთო.
თოვლი ბარდნის, ათოვს დედის საფლავს
მეკი ჩემი დავაფარე მკერდი
მეშინია რომ არ გამიცივდე
რომ გაგათბო ცოტაოდენ დედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი