შენი დანახვით ვთბები.
შენი დანახვით ვთბები შენი ღიმილი მიყვარს შენი თვალების ფერი ჩემთვის ლოცვაა მიცავს შენი უტკბესი ენა შენი სიტყვები ტკბილი ნუ მომანატრე კოცნა შენი ტუჩები თბილი აჩქარებული გული თითები, ნაზი, ჩქარი და შენი, თმების სუნი სითბო ხარ საოცარი. შენზე ფიქრებში ვქრები მითხარ რად გამაწვალე სულ გეძებ, გელოდები რაც თავი შემაყვარე შენი ლურჯი თვალები და წაბლისფერი თმები ხელებში ჩაგაკვდები როდესაც მეფერები, გთხოვ ნუღარ მეფერები ო, როგორ მიჭირს სუნთქვა შენს ხელში გავგიჟდები მეფერე ნუ ხარ გულქვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი