მიყვარხარო


ღამის სიჩუმეში
მოჩანს სავსე მთვარე
მითხარ მიყვარხარო,
რისთვის გამაწვალე
ოდნავ სიბნელეა
ბინდავს არემარე
ვერც გავიგე თავი
ისე შემაყვარე
ვარსკლავები ცაზე 
მოჭედილა ჩვენთვის
ღამე წყნარი ჩუმი
გვეფერება გვეტრფის
მიყვარს შენთან ერთად 
წყნარი ღამე მთაში
როცა თავი ჩემი
მიდევს შენს კალთაში,
როცა მესმის შენი
სუნთქვა, 
თბილი ხელი
და არავინ არის
ჩემზე ბედნიერი,
მინდა ჩვენი ქოხი 
ამ პატარა ტყეში
საყვარელი ბავშვი
და შენ მყავდე გვერდში,
რომ ბუხარი გვინთო
არ მოგვაკლო სითბო
დილის სიყვარული
რომ ჩვენით დაიწყო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი