მაკოცე იისფერ თვალებში.
მინდა რომ იცოდე მე როგორ მახარებ შენა ხარ ჩემს თვალებს იებს რომ ადარებ შენი სიყვარულით თავს უფრო მაყვარებ მიყვარხარ რომ მე სხვას არასდროს მადარებ. მივყვები მდელოებს, ბილიკის ნაპირებს სიბნელე მომყვება, მაცილებს მთვარეა იების ჩურჩული მე ღამე მამშვიდებს უშენოდ, ერთი დღეც როგორი მწარეა შენს გვერდით ტკბილია ყოველი წამია მიყვარხარ, მიყვარხარ რა დასამალია ამბობ რომ თვალები იის მაქვს ფერია ეს ღამე იცოდე თუ მოხვალ შენია, იების სურნელი მოედო ყანებში ამეღამ ვიძინო მინდა შენს მკლავებში ციმციმებს იები ამ სავსე მთვარეში მოდი და მაკოცე იისფერ თვალებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი