განშორება
დღეს ის დღე დადგა, რასაც ველოდი არავის უყვარს ეს განშორება ნამდვილ სიყვარულს თუ ვერ ვშველოდი ან არ მინდოდა მისი შველება, შენი ფიქრები მირბოდა, ჩანდა გასწიე ფარდა გრძნობის ფარული გამოაჩინე მზის სხივის გარდა ის შენი სხივი გადამალული, გამოაჩინე ის გული ცხელი გული რომელიც მე სახეს მწვავდა გასწიე ფარდა მე ვარსკლავს ველი ის ერთად, ერთი, სხვებს რომ არ გავდა ნისლებს გაფანტავს შენი თვალები ღრუბელი ცაზე დარჩება დარდი ვერ გამიგია რისთვის გშორდები ისე მიყვარხარ როგორც მიყვარდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი