შენ ხარ ჩემი სითბო.


შენ ხარ ჩემთვის ყოველ დილით მზის ამოსვლა 
შენ ხარ ჩემი მზის სხივი და სითბო
შენს ტუჩებზე ნამიანი გადაკოცნა
რომ ტუჩების გემო გულში ვიგრძნო.
შენი თმები ჩემს ხელებში ჩახვეული
ჩაჭიდებულს შენ ჩემს მკლავზე გძინავს
შენი სუნი მთელს ბალიშზე მოდებული
შენი სახე ვარსკლავივით ბრწყინავს
შენი ყველა ამოსუნთქვა, როგორ მათბობს
ჩემს გულს ესმის, შენი გულის ცემა
შენი სიყვარულის თბილი გემო მათრობს
შენი სიზმრის ფანტელებად ცვენა
შენი გრძელი წამწამები დავარცხნილი
წარბები კი მოხატული შავი
შენი თვალები ლამაზი და ბავშვური
მომეკარი, გულზე მომეკარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი