შენთვის გავხვდები მთიელი.


ვგიჟდები როგორი ლურჯი გაქვს თვალები
გიცქერ და გიყურებ არ ვიცი რაღა ვქნა
ვხედავ რომ ჩუმჩუმად გიცქერენ ქალები
კაცების მზერაზე მითხარი რაღა ვთქვა
ქალაუ გეტყობა მთიდან რომ ჩამოდი
თეთრი ხარ, ქათქათა ვით მთებში თოვლია
მთაში არ ვყოფილვარ, მთის ქალს არ ვიცნობდი
ახლოდან ნანახი არასდროს მყოლია,
მიზიდავს ქალაუ მე შენი ტუჩები
იცი რომ გულით გთხოვ, მაგრამ არ მნებდები
აქ დარჩი ქალაქის ამშვენე ქუჩები
შენ ამბობ მაღალ მთებს უფრო დაშვენდები,
ვაიმე, ქალაუ შენ ეს რა მიქენი
ოღონდ არ გამიწყრეს მე ჩემმა ქალაქმა
მე შენი გულისთვის გავხვდები მთიელი
მითხარი ქალაუ შენ თუ ხარ თანახმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი