წერილი
მესმის შენი გულის ცემა სულ ემთხვევა ჩემსა შენი სუნთქვა რაღაც თბილი ძალას მიმატებსა შენი გამოხედვა, ხიბილი სულ მინათებს გზებსა რას მოვიგებ უშენობით მგონი, არაფერსა. ფოსტალიონი მომიტანს შენსგან წერილებსა ხარ თუ არა ხარ თანახმა მიწერ-მოწერებსა, არ მინდა შენსგან მესიჯი ტელეფონის ზარი მიყვარს რომ ფოსტალიონი ველოს შემომჯდარი, მოდის და წერილი მოაქვს შენსგან დაწერილი კონვერტში შენი სუნია შენი დაწეპილი. ეს არ არის ტელეფონი უცებ მოქრის ზარი, ეს არის ფოსტალიონი ველოს შემომჯდარი. და დრო, როცა ელოდები კონვერტია გზაში ფიქრობ, ამბავს, რას მოგიტანს რა წერია მასში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი