ის ჩემია ქალი.
ვარდის კონებს მოაშხეფა მეყვავილემ წყალი მზის სხივები ჯერ არ ჩანდა დილა არის წყნარი წუხანდელი ნამთვრალევი მე ისევ ვარ მთვრალი მანქანაში მიზის ჩემი გულის მეგობარი მინდა ვაჩუქო ლამაზი, ყვავილების კონა ვინც ჩემს გულში შემოვიდა, გულში ჩამეკონა ქალი ჩემი ოცნების და გრძნობის საწინდარი ქალი სიყვარული სულის, თბილი საოცარი, მისი გრძნობა, ჩემი გულის, გულშია ჩამჯდარი ზოგჯერ ძალზე ამაყია, ზოგჯერ საცოდავი ზოგჯერ თითქოს ქოფაკია და ქოფაკზეც ავი, ჩემი გულის წამალია, საყვარელი ქალი, მისი გრძნობა მისი სითბო, სხვანაირი არის მისი გემო და სურნელი ჩემს ხელებში ყვავის მისი ყველაფერი ნათობს და ფერებში ბრწყინავს დაიღლება ჩემს ხელებში, ფისოსავით ძინავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი