ჩუმად ვტირი.


ჩემს სიყვარულში კვდები
ჩემს სიყვარულში ხარო
მე აგიბნიე გზები
ამ სიყვარულში ქალო,
სილამაზეს არ კარგავ
უფრო მშვენიერდები
როგორც ფოთოლი ძველი
ოქროსფრად მიხუნდები
იცი მინდოდა მაღლა
რომ ამეფრინე ცამდის
მაგრამ ოცნება დარჩა
მომავალ ოცნებამდის
ამ დროს წყეულსა ქალო
ვერ შეაჩერებ ვერა
ფარხმალი არ დაყარო
ესაა ბედის წერა,
ერთგულება და გრძნობა
გულში რომ გიდევს მთელი
ეს მინდა გადამალო
სინდის ნამუსი შენი,
ეს შენი სიმდიდრეა 
რომ შემალიე ნელა
ქუხილია თუ ელვა
თუ ეს ჩემია ხველა
შენ სიყვარული ჩემი
გულში სულ დაგაქვს თანა
ვტირი მე ჩუმად ვტირი
რომ მყავხარ ამისთანა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი