ღიმილი შენი.


უხასიათოდ რად გაიღვიძე
რამ მოგიღუშა ნაზი თვალები
თითქოს, ღამეში არ გიძინია,
თითქოს, დილამდის ხარ ნაწვალები,
მითხარი ქალო დიდრონთვალება
სად დაიკარგა ღიმილი შენი,
დღეს უფრო კარგი და ლამაზია
შეუღებავი თვალები შენი,
იქნებ ვიღაცამ დაიპყრო გული
გული ცივი და აუღებელი
როგორც მდინარე მიედინები
სადღაც წარსულში დაულეველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი