მომეცი ძალა


ცარიელი ვარ, ჩემს ფიქრებს ვეღარ ვერევი
ცხოვრებით მივალ, დინებას ვეღარ ვეწევი
ჩვენს საქმეებში ვიცი რომ არ ჩაერევი
ღმერთო ცხოვრებას უშენოდ, ვერ მოვერევი.
მომეცი ძალა გავულამაზო სამყარო
რომ ყვავილებით მოვფინო მისი ბაღები
მომეცი ფრთები ვარსკლავებს შემოვატარო
ცაზე დავკიდო მისი ოცნების ჭაღები
დავიმორჩილო მზე როდის ჩადის ამოდის 
რომ დღე და ღამე ჩემთვის ცოტაა არ მყოფნის
ღრუბლები დაბლა დავსწიო და არ ჩამოდის
რომ მზეს მიბნელებს და არაფერი გამომდის
სიყვარული კი არავის ემორჩილება
სიმშვიდე უყვარს, უყვარს ლამაზი ფერები
მის გარეშე თუ მოვკვდები რა მეშველება
ნუთუ მოვკვდები და ვეღარ მოვეფერები,
ამ სიყვარულმა მომიკლა გული ნატკენი
ის ერთი არის ვარსკლავები კი რამდენი
მომეცი ძალა, ძალა რომ მე მას მივწვდები
შენ მე გამიგებ და შენ ჩემ ტკივილს მიხვდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი