გვეპარება შემოდგომა.
ნელა გვეპარება შემოდგომა გული დაგვიზამთრდა გულში, სიყვარული დამრჩა მენანება დამრჩა უკან გაზაფხულში, აქ კი გული თითქოს გამეყინა გამეყინა სიყვარული, მზე მანათებს მაგრამ ვეღარ მათბობს უკვე ძალადაკარგული, მზეო მითხარ მზეო, არ გინდივარ არ გაქვს გრძნობა არ გაქვს გული, წავალ სადაცაა სიყვარული სადაცაა გაზაფხული, სადაც ყვავილების ფანტელები ფიფქად დაფრინავენ ცაში, სადაც თოვლი ყველას გვიხარია მხოლოდ დარჩენილი მთაში, სადაც, უყვარხარ და უხარია სადაც, გიყვარს გიხარია, აი ამას ქვია სიყვარული სიყვარული ამას ქვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი