გუშინ წამოვედი.
ოხ ეს რა გრძნობაა, ვეღარ გამიგია მე შენთან შეხვედრას ვნატრობ გუშინ წამოვედი, დროს არ გაუვლია მე დღეს ამ წამოსვლას ვნანობ ფიქრით შენთანა ვარ, არავინ არ მინდა თუმცა სხვასაც ვერა ვხედავ გულით პატარა ვარ, სულით ძალზე წმინდა მშიშარა ვარ თქმას ვერ ვბედავ რომ მიყვარხარ მაინც ეხლა მინდა გითხრა მაგრამ ეს ვერ შეცვლის რამეს ვერ გავძელი მეტი უნდა დავიკარგო გული ვეღარ ითმენს ამდენს დრო კი ნელა მიდის, რა ვქნა მეც მივყვები მე სულაც არ მინდა მარტო მაგრამ მეშინია მაპატიეთ ყველამ ჯობს დროს გავყვე დავიკარგო რაღაც ძალა მიჭერს ყელში მახრჩობელა ვერ გავთავისუფლდი მისგან ცაზე ღრუბლად დავფრენ როგორ მარტო ხელა სითბო ვეღერ ვიგრძენ მზისგან ოხ ეს რა გრძნობაა, ვეღარ გამიგია როგორ უშენობას ვწვალობ გუშინ წამოვედი, დროს არ გაუვლია დღეს კი ამ წამოსვლას ვნანობ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი