სახლი დავალაგე.
მე დღეს სახლი დავალაგე, გელოდები გადავწმინდე, ყველგან მტვერი ყველაფერი გელოდები, ეს დღე მინდა შენ დაგითმო წარსულის არ გავიხსენოთ არაფერი მინდა ეს დღე ერთად ვიყოთ, ვიჩურჩულოთ რომ იცოდე როგორ გელი, როგორ გელი ჩამეხუტე და ფიქრებში გავიტრუნოთ მინდა რომ დღეს სულიერად ვიყო შენი, შეცდომები არ მინდა რომ გავიხსენო ვემზადები, როგორ შეგხვდე დავიბენი შენს მკლავებში, ისევ მინდა დავიკარგო მინდა რომ დღეს გაპატიო ყველაფერი, მინდა გითხრა, გამოგიტყდე, რა მწარეა, განშორება, უშენობა, ვერ შევძელი ეს დღე, შენთვის დავწერე და მოვიგონე ეს დღე შენ და ჩვენს სიყვარულს მივუძღვენი მე დღეს სახლი დავალაგე გელოდები გადავწმინდე, ყველგან მტვერი ყველაფერი შენ სადა ხარ, მე ხომ შენთვის მოვიგონე ეს დღე და ეს სიყვარული ნაირფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი