მარტო ვარ სახლში.


დრო იპარება, 
როგორც ბუმბული მიფრინავს ცაში,
მე გელოდები, 
დღეებს ვითვლი, 
მარტო ვარ სახლში,
სიცარიელემ და მარტოობამ,
დაბუდდა სულში,
გთხოვ, დამიბრუნდი, 
მაპატიე, 
ჩამიკარ გულში.
იცი, ყოველდე გელოდები,
მე ყოველ ღამე,
ასე ძლიერ რა გაწყენინე 
რა დაგიშავე
რამდენი ღამე გავაცილე 
რამდენი მთვარე
დღეებს ვითვლიდი ამერია 
ვერ დავითვალე.
თითქოს შენია გული ჩემი 
რა ძლიერ ფეთქავს,
მაშინ კარი რომ მომიჯახუნე 
არ დამიკეტავს
არ დამიკეტავს გული ჩემი
ღიაა შენთვის
შენ რომ იცოდე როგორ მტკივა 
რა ძლიერ მეწვის,
გუშინ მე ღამით ჩამეძინა 
სიზმარში გნახე,
შენ ვითომ მოდი 
და კარები შემოაჯახე,
ხელში გეჭირა თაიგული 
რომ დაგინახე,
რა ბედნიერი მე ვარ ღმერთო
შემოვაძახე.
მაგრამ სიზმარი 
სიზმარი იყო, 
მწარე და ტკბილი,
მწარე იყო რომ 
სიზმარი იყო,
ნახვა კი ტკბილი,
ისევ დარდებთან ერთად ვრჩები
გამიტყდა ძილი,
მე გელოდები, 
დღეებს ვითვლი, 
და შენზე ვტირი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი