ქალი ოცნება სათუთი.


ქალი ლამაზი, სათუთი და საფიქრალი ოცნება.
ის ულეველი გრძნობებში, ვერ დაალიეს კოცნებმა
არ გაიცრიცა ფერებით, მისი ლამაზი კანია
ალერსით მე ვერ გავძეხი, თუ ვარ გაუმაძღარია,
ქალს მოეფერე დაპირდი და გაუხარე გულია
უთხარი ბევრჯერ ,,მიყვარხარ,, ნუთუ ამის თქმა რთულია
ლამაზ თვალებში ჩახედე იქ ყველაფერი თქმულია
ქალს თუ უყვარხარ იცოდე, ის ყველაზე ერთგულია.
ქალი შენია თვალებით, ქალი შენია გულითა
ქალს ვერ დაიჭერ ხელებით და ვერცა სიყვარულითა
ქალი შეყვარებულია, მარადიული ჟამითა
ქალის ოცნება დაიპყარ, გრძნობითა არა ძალითა,
ქალი დედაა იცოდე, დედაა შენი შვილისა
ის ლამაზია ყოველთვის, ის მზის სხივია დილისა
გათენებაა სიცოცხლის, სიზმარი ტკბილი სიზმრისა
თუ მის გარეშე ვეღარ ძლებ, ის გიყვარს გულში გიზისა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი