მარის
სევდას მოუხმობს სიჩუმე ღამის და ვარსკლავებში გაფანტავს ნისლებს ამ სიბნელეში სად ვნახავ მარის დავეძებ სადღაც მიყყვები ფიქრებს ღამის სივრცეში მიმოფანტული ცა მოჭედილი და ღამე წყნარი ის ჩემს გულშია შემოპარული ლამაზი, დიდრონთვალება მარი სხივებს არეკლავს მისი ღიმილი გაფანტავს ღრუბლებს დაბერავს ქარი სევდა გაქრება გულში ჭიდილი ვხვდები რომ შემყვარებია მარი, მარის თვალები და გამოხედვა რაღაც უცხოა და თან თბილია, მე იმ თვალების მზერა დამჩემდა ის სულ სხვა არის სხვანაირია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი