მოვედი საპატიებლად.
ვიცი რომ ერთ დღეს გაიგებ მე აღარა ვარ ცოცხალი, მაშინვე გულში გაგივლის რომ მარტოხელა მომკალი, რომ ამ ტანჯული ცხოვრების მოვცურე გაღმა ნაპირზე მოვყევი ფიქრებს ოცნების და მაქაც გული მატკინე, წავალ და დავიკარგები ქარივით მე ამ ღამეში ბინდივით გავიცრიცები გავქრები სავსე მთვარეში, ზაფხული მოიპარება, ზამთარი ჯერ არ წასულა იები ცისფერთვალება დრომ მოგიტანა წარსულმა, ეს მე ვარ, შენი წარსული შენთან მოსული იებად, არც ისე შორს ვარ გასული მოვედი საპატიებლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი