წავედი და ვერ წავედი.


სიყვარულის მოპოვება ძნელია
მისგან წასვლა თურმე უფრო ძნელი
ეს ცხოვრება ძალზე საყვარელია
სიყვარული უფრო საყვარელი
ხან მიდიხარ ხან მოდიხარ რა გინდა
გზა აბნეულ ფოთოლივით ვფრენდი
ვეღარ ვხვდები რა მინდა რა არ მინდა
წავედი და ვხვდები ვერ წავედი,
რომ მიყვარხარ წასვლა როგორ ძნელია
თან დამყვება მე თვალები შენი
შენი ბუყბუყიც რომ მომნატრებია
შენი ღიმილი და შენი ცრემლი
გაფრინდება ხიდან ბოლო ფოთოლი
დაილევა შემოდგომა ძველი
მე დავრჩები მარტოდ მარტო ობოლი
ყველაფერი მომენატრა შენი
კარზე მოდგა ფანტელებით ზამთარი 
ახლა ფანჯარასთან დგახარ ვიცი
გავიფიქრე, თავს დამეცა თავზარი
მაპატიე, ნუ გახდები სხვისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი