მოფერება ვიყო.


ვერ გავიგე ის საიდან გაჩნდა
არ ვიცნობ და სახელიც არ ვიცი
შემოხედვა გულში შემივარდა
ჩემს ქუჩაზე დადის ერთი ბიჭი
თვალში ნისლის ამეფარა ფარდა
ვერავის და ვეღარაფერს ვხედავ
რავქნა ერთი ნახვით შემიყვარდა
მან არ იცის და მე თქმას ვერ ვბედავ
მინდა მისი სიყვარული ვიყო
მინდა მისი ამოსუნთქვა ვიყო
მინდა მისი ალერსი და სითბო
მინდა მისი მოფერება ვიგრძნო
ველოდები ფიქრში დავფრენ ცაში
ჩამოივლის მინდა დავინახო
მთელი დღეები ვარ ფანჯარაში
რომ ის დღეში ერთჯერ მაინც ვნახო
რომ ის ერთჯერ გულში ჩავიხუტო
ჩემი გული რა უცებ წაიღო
შემიყვარდა ჩემს თავს რაღა ვუყო
მინდა ჩემი გული რომ გავუყო
როგორ მინდა ამიტაცოს ხელში
მისი სუნი, ამოსუნთქვა ვიგრძნო
ქოხში, თოვლში და ბუხართან მთებში
მინდა მისი სიყვარული ვიყო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი