გაბედე და შემიყვარე.


სულ წრიალებ სულ რა გინდა არ ვიცი
გული ლამის შენზე ცდაში გაგიჟდა
მალე მოვა გაზაფხული, მაისი,
გაბედე და შემიყვარე, რა გინდა
მეგონა რომ დაგიჭერდი ჩიტივით
წამიყვანდი, მაგრამ ჩიტი გაფრინდა
თავი ვეღარ შევიკავე ტირილით
რომ გაბედო, შემიყვარო, რა გინდა
თავზე მოგვეფინა ნისლი დარდების
და გრძნობებში თითქოს რაღაც აცივდა
თაიგული მომიტანე ვარდების
გაბედე და შემიყვარე რა გინდა,
ერთხელ ჩემსკენ მოდიოდი ქუშაში
სიხარულით ეს თვალები გაბრწყინდა
მეგონა რომ ჩამისვამდი ჩანთაში
ვერ გაბედე წაგეყვანე, რა გინდა.
თოვლი დაშრა გაზაფხული მოვიდა
ყვავილებით არემარე გაბრწყინდა
შემიყვარდი, 
შენ მშიშარავ მითხარი,
რომ გაბედო, 
ამისათვის რა გინდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი