ჩემი ქვეყანა


მე იქ ვარ სადაც ჩემი ქვეყანა
სადაც რომ უჭირს, ცუდი დარია
სადაც ავდარმა მოაწყო წარღვნა
სადაც დაბერავს ქვეყნის ქარია
სადაც ჩაივლის დარდებით ნისლი
და გადაფარავს ბაღნარს ლამაზსა
მზისგან კი არა სირცხვილით ვიწვი
რომ ვეღარ არჩევთ, ავსა და კარგსა
ღმერთო მითხარი რა ცოდვა ვქენი
მივედინები როგორც მდინარე
ისე წყნარია ქვეყანა ჩვენი
რომ მეჩვენება თითქოს მძინარე,
მხოლოდ აქაა ზღაპრული მთები
მე მათ გავყურებ ამაყი თვალით
ჩემი ქვეყნისთვის კიდეც მოვკვდები
არ ვუღალატე მას ერთი წამით
მიყვარს მე, მიწა და ჩემი ყანა
სადაც დავთესე და გადავხენი
სამშობლოს ხვედრი თუ რა მევალა
შვილო არ შეგრცხვეს, პირნათლად ვქენი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი