მინდოდა შენზე მეთქვა


მე ამ საღამოს, 
მინდოდა შენზე მეთქვა
რომ სიყვარული 
არ არის მოგონილი
საჩუქარია 
რომ შეგვახვედრა ბედმა
თუ ზღაპარია 
ჩვენსგან გამოგონილი,
მე ეს ზღაპარი 
სინამდვილეში მექცა
ეს სინამდვილე 
სიყვარულია ვხდები
აი ის სიტყვა 
რაც რომ მინდოდა მეთქვა
მიყვარხარ ძლიერ 
ყოველთვის მეყვარები,
შენ ჩემი სულის სუნთქვა ხარ 
გულის ძგერა
სულ სხვა ხარ 
და სხვა სიყვარული ხარ ჩემი
რომ სულ მე მინდა 
შენს იმ თვალებში ცქერა
რა თვალებითაც 
ჩემში რომ შენ მიცქერი
თითქოსდა შენთვის 
მე გამაჩინა ღმერთმა
მაგრამ შენ ჩემთვის მითხარ 
საიდან მოდი
რომ ჩემი გული მოიგე 
ერთად ერთმა
მივხვდი ამდენხანს, 
რომ შენ გელოდებოდი,
მე ამ საღამოს მინდოდა 
შენზე მეთქვა
რა ლამაზია 
დღეს ცაზე ვარსკლავები
რომ ტყუილად ჩვენ 
არ შეგვახვედრა ღმერთმა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი