იქნებ მე ხვალ აღარ ვიყო.


მინდა რომ დღეს ჩემთან იყო, იქნებ ხვალე არ ვიყო
მინდა ჩემი გრძნობა იგრძნო, არაფერი დამიწყო
მინდა რომ სულ ჩემი იყო, შენი გული გამიყო
ამდენს რატომ მახვეწნინებ, რას ვერ ხვდები რა გიყო
დროს მიაქვს და გაფრინდება ეს დღეები, აზრები
მე აქ მინდა, რომ ამ ქვეყანად, როდის ჩემი გახდები
მე დღეს მინდა მოგეფერო გაგიფანტო დარდები
დღეს რომ მითხრა მიყვარო ისევ შემიყვარდები
დღეს შენთანა ვარ და მინდა გამაბედნიერე დღეს
მიყვარხარო, ჩემი ხარო, სულ მითხარი ვერ ვძლებ მეტს.
მერე იცოდე ინანებ, იქნებ ხვალე არ ვიყო,
შენი გული გამიყავი, მზად ვარ ჩემი გაგიყო.
შენი სიყვარული მინდა, შენი გრძნობა, გულია
უშენოდ მე უცხო ვარ და სხვა, სხვა სიყვარულია
მე დღეს მინდა შენთან ვიყო და არ მითხრა მერე, ხვალ
იქნებ მე ხვალ აღარ ვიყო, შენსგან ვერსად ვერ წავალ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი