კალენდარივით ილევა
კალენდარივით ილევა დღე ღამე ნელა ნელა და ჩვენ ვბერდებით ერთი დღით დიდი პატარა ყველა, დრო ფურცლავს სიცოცხლის ფურცლებს თითო ფურცელსა დღეში და გზას გვიჩვენებს პირდაპირს მიმავალს სამოთხეში, დინებას ნელა მივყვებით, გვინდა სიცოცხლე ყველას ნაპირებს ჩავეჭიდებით ღმერთს ვეხვეწებით შველას, აქ ხომ ცხოვრება ერთია იქ როგორია ნეტავ ჩვენს გვერდით ყველგან ღმერთია ამიტომ სიკვდილს ვბედავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი