ინტერნეტში შეგიყვარე


ინტერნეტში შეგიყვარე
ინტერნეტში დაგშორდი,
მე ვიყავი ბადრი მთვარე
შენ კი სულ თამაშობდი,
შენი თვალები ლამაზი
მინათებდა სიბნელეს,
აწი ვეღარ გადავლახავ
მე უშენოდ სიძნელეს,
აქ პირველად, გაგიცანი,
აქ ყოველდღე გხვდებოდი,
ვათენებდი, აქ მიყვარდი,
და აქ გელოდებოდი,
ჭამა, ძილი, არ მინდოდა
შიმშილსაც ვერ ვხვდებოდი
მე შენ გწერდი, მერე შენსგან
მესიჯს ველოდებოდი,
რა კარგი დროები იყო
მიხაროდა სიცოცხლე,
უსიყვარულოდ მეც მიკვირს
ო, რამდენი ვიცოცხლე,
ისევ ქსელში შემოვდივარ
გული ღელვით მიხტოდა
მაუსი ხელში მეჭირა
ტანი გრძნობდა, შიშობდა,
შენ ხომ ჩემი სიყვარული
და სიცოცხლე იყავი,
შემოვედი მაგრამ შენსგან
დაბლოკილი ვიყავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი