ვერაფერს მივხვდი.


თითქოს გრიგალმა ჩამომირბინა
გული წაიღო აურზაურში
და სიყვარულიც გაიყოლია
ვერაფერს მივხვდი მე ამ ხმაურში
მივხვდი როდესაც სიცარიელემ
გულის ადგილი დაისაკუთრა
და სიყვარულმა ისე დამტოვა
მიყვარხარ ჩემო, ერთჯერ არ მითხრა
აწი არავის აღარ ვჭირდები
ვინ მოვა ჩემთან, ვინღა ვიგულო
რომ ვერ გავაბი დროზე ხიდები
ვიღას ვჭირდები აწი უგულო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი