არაგვის ხეობა მომივლია.


შენს ძებნაში, მე ხეობა მომივლია
დილის ნამში, ფეხით დავიარები
თითქოს ნისლმა უცებ ბინდში გამიხვია
წამწამებზე ნამიანი თვალები
სიყვარული და ლამაზი მთები მიხმობს
ღრუბლებს ცაში შეუკრია წარბები
ყვავილები მთის კალთებზე დარდებს მიქრობს
სიყვარულით, მასში დავიარები
ფეხშიშველი მე ხეობა მომივლია
დილის ცვარში რომ ბალახი სველია
გულში მიყვარს, ეს ლამაზი მთები მიყვარს
და ვინც მიყვარს ისიც არაგველია,
კლდის ნაპრალზე, ჩამოვჯდები დავფიქრდები
თქვენს გარეშე ფიქრიც როგორ ძნელია
გულს მიმშვიდებს,ცაზე მფრენი არწივები
და ფესვები, არაგვული ჩემია.
მე დაგეძებ, დღე და ღამე, შენს სითბოს ვგრძნობ,
სიყვარულს ვხედავ მომღიმარ თვალებში
მოდი თორემ გავერევი ვეღარ მიცნობ,
მე არაგველ, ლამაზ, ლამაზ ქალებში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი