მე ოცნებებში მოგეფერები


ჩემი ხელებით შეგიღებავდი, 
შენს ლამაზ თვალებს,
იმ ატმის ბაღში, 
სადაც ატამი ალუბალს ეტრფის,
სადაც მზე, ყვავილის ქურქში
სხივს ძლივს ატარებს,
დაგიკოცნიდი შენს ლამაზ თვალებს, 
მზე რომ აწვალებს,
ხელებს მოგხვევდი, 
რომ გადამედოს სურნელი შენი,
ატმის გვირგვინი თავზე გადევს 
შეღებილი თვალების ფერი,
ო, ღმერთო ჩემო, 
ეგ სილამაზე როგორ შექმენი,
გრძელ წამწამებზე მოგფენია 
ყვავილის მტვერი,
მე გულისცემა მესმის ჩემი, 
მე მგონი შენი,
შენი ტუჩები. ჩემს ტუჩებთან ისეა ახლოს,
უფალო ჩემო, 
ეს ოცნება, სიზმრად მიქენი
ჩემი ტუჩები, შენს ლამაზ ტუჩებს, 
როგორღა ნატრობს,
შენი თვალები წყნარი ზღვაა, 
ზღვისა აქვს ფერი,
ოცნებით მოვალ და ოცნებებში მოგეფერები,
მიუწვდომელი ვარსკლავი ხარ,
ჩემთვის მე ვხვდები
ჩემს გულში ზიხარ, 
შემოიპარე, 
წასვლას ვერ ხვდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი