მოკლე კაბა


მიყიდე მოკლე კაბები
მაიკები და შორტები
შემარგე ეს გაზაფხული
თორემ მივდივარ გშორდები,
ჩემთვის ეს გაზაფხულია
რომ მოკლე კაბა ჩავიცვი
შენთვის ტანჯვაა მე ვიცი
რა ვქნა სიცხეში დავიწვი,
ვიცი არ მოგწონს ჭრელ ჭრულა
და სარაფანა კაბები
რომ ლამაზივარ მე ასე
შემომხედავენ კაცები,
შენაც მოგწონვარ ხომ ვიცი
თვალს ვერ მაშორებ მალული
ტანწერწეტა და ლამაზი
რად გინდა გადამალული,
თავისუფლება მომეცი
და ნუ დამაბამ, ამიშვი
ან შემიყვარე ასეთი
ანდა ჩემი გზით გამიშვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი