ენძელა გაზაფხულის სიხარულო
გაზაფხულის სიხარულო ენძელა უშენობა გამიჭირდა, მეძნელა რა ვქნა შენი სიყვარული დამჩემდა არ მინდოდა შენთვის ამის გამხელა, ნელა მიპყრობ, გაზაფხულის თვალება რისთვისა ხარ ასე არმიკარება შენი სიყვარული გახდა წვალება შენთვის სიცოცხლეც არ დამენანება. წამით გავხსნი შემოფრინდი გულშია შემოფრინდი ამ ჩემს გაზაფხულშია შენი სიყვარული სხვაა, მწყურია ის ტკბილია, ამიტომაც რთულია, უკვე მიპყრობს გაზაფხულზე ოცნება მომაწყინა ცივმა ქარის ბოგინმა მომენატრა შენზე თბილმა კოცნებმა შენზე ფიქრმა და ამდენმა ლოდინმა, შენ მოსვლა ხარ გაზაფხულის, ენძელა ჩემს გულში ხარ სითბო და გახარება უშენობა იცი როგორ მეძნელა ჩემო ნაზო გაზაფხულის თვალება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი