დრო აბერებს.


ნელა ყველაფერი დაბერდება
სიხარული, მონატრება
ვიცი ის დრო აღარ აყვავდება
გულში აღარ აყვავდება
ვიცი ნაოჭები გაუჩნდება
ამ ჩემს გაღიმებას გულით
ვიცი ის ღიმილი არ იქნება
ძველებური სიხარულით,
ვხვდები გული ნელა მეკუმშება
ნელა, ნელა, ვკარგავ ძალას
ჩემი გრძნობა თითქოს მებუტება
რაღა ქვია ნეტავ ამას,
ვიცი მეტი აღარ აყვავდება
გული ყვავილივით ჭკნება
მხოლოდ გულში გრძნობა არ ბერდება
და ის მოთხოვნები რჩება
ვხვდები ღონე ჩემი დამიბერდა
თითქოს აღარამაქვს ჯანი
როგორ უძილობაც დამიჩემდა
მგონი, დადგა დრო და ჟამი.
მაგრამ გული იბრძვის, არ ნებდება 
დროში იცრიცება, ცდება
დღე ხომ კიდევ ერთი გათენდება
დრო აბერებს, თვითონ არ ბერდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი