გილოცავ დედის დღეს


შენზე ტკბილი მოფერება სად იქნება
სად იქნება ალერსი და სითბო
შენს ხელებში ისევ ბავშვობა იწყება
მე ბავშვი ვარ შენ ჩემი დედიკო
შენს კალთაში თავი ჩავდე, მომენატრე
სიხარულით თვალები გიბრწყინავს
მომეფერე ჩემო დედა მომეფერე
შენს კალთაში მე ბავშვივით მძინავს
მუდამ მინდა მე ბავშვობა გავიხსენო
ეს კი მხოლოდ შენთან ხდება დედი
შენ რომ ზრუნავ ჩემზე და თან მეფერები
მაშინ დედი მართლა ბავშვი ვხდები.
მოდი გულში ჩამიკარი ჩემო დედი
ისე როგორც მაშინ ბავშვობაში
ვერ დაგტოვებ, ვხვდები როგორ დამიბერდი
შენთან მინდა დავრჩე შენს კალთაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი