უცნობი პოეტი.


თვალებზე ბინდი გადამეფარა
გონება თითქოს დაბნელდა შავად
შენთვის მეცხოვრა, შენთვის მეხარა
მინდოდა შენ ხომ ისურვე თავად
მითხარი რატომ ამწრიალე
რისთვის გამხადე შენი მორჩილი
ვიცი რომ შენთან არ მეღირსება
არც სიყვარული და არც ქორწილი.
ან რად გინდოდა ვყოფილიყავი
მხოლოდ შენთვის და შენი რჩეული
ნუთუ გინდივარ ასე უბრალო
შენ ხომ გინდოდა გამორჩეული,
რას ვიფიქრებდი შემიყვარებდი
შენთან ხომ ჩემი ფეხით მოვედი
რაში გჭირდება ასე ღარიბი
თანაც უცნობი ვიღაც პოეტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი