თოვლი თოვს
თოვლი თოვს, თეთრად თოვს, თეთრი ფანტელი მოდის მე როდის დამათოვს ჩემს წამწამებზე როდის, ფანტელი მაცივებს, მაგრილებს მიხარია შენ ჩემი ფანტელი და სიყვარული გქვია ზამთარი როდესაც არ იჩენს წასვლის წადილს იები ავსობენ ყველა ცარიელ ადგილს თოვლი კი ნელ-ნელა იპარება და დნება მდელოზე ადგილი იებით შეივსება შენ ჩემი ია ხარ მდელოზე ამოსული შენ ჩემი სუნთქვა ხარ ჰაერი ზეციური გაზაფხულს მოგვიტანს, აპრილი ნაირფერი დაგვატკბობს, ყვავილის სურნელი და ფანტელი, ფანტელი ციდან ფრენს, შენი თვალების ფერი ზაფხულის, ფანტელი თბილი და სანატრელი უშენოდ ზაფხული არ არის არაფერი სუნთქვა ხარ შენ ჩემი და ჩემი ყველაფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი