ჩემი აჭარა.
სადაც გავჩნდი და სად დავიბადე სად შევიგრძენი შენი ფერები სხვა კუთხე ასე ვერ შევიყვარე შენთან მოვალ და მოგეფერები მომნატრებია შენი ჭაღარა შენი ხეობა, მთა და მდელოა შენი ლამაზი შვილი, აჭარა ეს ხომ პატარა საქართველოა, მე ამ ჭალებში ავიდგი ფეხი ირმების ჯოგებს ვაფრთხობდი ხევში მე აქ ვიწამე პირველად ღმერთი ამ რწმენით მოვალ ჯვარი მაქვს ხელში, იქნებ გადადგეთ გზებიდან მტრებმა არ მინდა ძმების დავღვარო სისხლი გზა რომ გვიჩვენეს ჩვენ წინაპრებმა იმ მონასტრისკენ მე იმ გზით ვივლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი