მანძილი ვერ დავალიე.


მანძილი ვერ დავალიე
თუმცა არც ისე შორსა ხარ
თოვლით მოქარგულ ბუნების
ბილიკებს შენთან მოვყავარ
ფიქრებით გადატვირთული
სიცივე მხრებზე მაწვება
ტყის ნაპირები მაცილებს
სადღაც ჭოტის ხმა არწყდება,
შენ თბილად ჩაძინებული
გამთენიისას ვიქნები
შენს სითბოს მოწყურებული
ვგიჟდები შენზე, ვგიჟდები,
კარებს ჩუმად შემოვაღებ
ძილშიც ღიმილი გიხდება
ღიმილით გაიღვიძებ და
ღიმილში ჩაგეძინება
მე ჩუმად მოგეფერები
რომ არ დაგიფრთხო ძილია
ჩემს მკლავში ვიცი გწყურია
რამდენხანს არ გიძინია
შენი ლამაზი თვალები
წამწამებ დაფენილია
შენს ამოსუნთქვას ჩავსუნთქავ
შენი სუნი რა ტკბილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი