სიზმარი მთაში


მინდა ვიყო მთაში
ნელი ქარი ქროდეს
თოვლის ფანტელები
ტყეებს დაათოვდეს
დაილევა ოქროს
შემოდგომის ფერი
და სულ გათეთრდება
ირგვლივ ყველაფერი.
ჩვენ მარტო ვართ ქოხში
თბილად ბუხრის ძირას
შენ კი ჩემს ხელებში
წყნარად, ტკბილად გძინავს
მე დაგყურებ ლამაზს
შენს თვალებს და წამწამს
უშენოდ სიცოცხლე
ერთი წამიც არ მწამს
თვალებს გაახილებ
ლექსებს წაგიკითხავ
შენ კი გამიღიმებ
რა დროაო მკითხავ
არაფერი ვიცი
მზეც არ დამინახავს
ლამპის შუქზე ნისლში
ვხედავ როგორ ბარდნავს
ისევ ჩაგეძინა
ჩემს ხელებში ჩემო
ოღონდ დაისვენე
მზად ვარ გაგითენო
და ხმამ გამაღვიძა 
დედა ჩემთან მოდის
შვილო გეყო ძილი
გაიღვიძებ როდის,
მივხვდი გამიფუჭდა
მე სიზმრები ამით
ის ხომ ჩემს ხელებში
მყავდა მთელი ღამით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი