მაპატიე ქალბატონო.
შენ ისეთი ლამაზი ხარ ქალბატონო როდესაც რომ წლების წინათ გნახე შენი თავი რად გაწირე სამარტოოდ მე ჩემს გულში დღემდე შეგინახე ვერ შექმენი შენ ოჯახი და შვილები ვისთვის დარჩი ასე მარტოდ მარტომ როცა ვიცი გყავდა ბევრი მზრუნველები სილამაზე ვის შეწირე რატომ? მე ხომ ჩემი დამინგრიე ყველაფერი მარტოობას ჯაჭვით მიმაჯაჭვე, ვთქვი რომ შენი აღარ მინდა არაფერი მაინც გამიხარდი როცა გნახე, შენი თვალები ისეთი ლამაზები თმებში ცოტა ვერცხლის ფერი დაკრავს გეფიცები ესეც გშვენის როგორ გშვენის ეს ჭაღარა სხვა ჭაღარას არ გავს ქედმაღლობა ჩანს წაიღო დრომ და ჟამმა ვხედავ როგორ გამიღიმე ახლა ახლა უფრო კეთილმა და თავმდაბალმა ისევ თავი მომაწონე რა ვქნა განშორება ქალბატონო მიჭირს რისთვის ჩემი გული გაგიმწარებია ქალი ვინც დღეს გვერდით მყავს და გულში მიზის მივხვდი არასოდეს მყვარებია, როგორც მოდი ისე გვერდით ჩამიარე მე კი ვერ გითხარი ვერაფერი მთელი ცხოვრება შენ ჩემი გაამწარე ახლაც დამინგრიე ყველაფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი