ია ჩემი სიყვარული.
მთელი ღამე მიტირია შენთვის არ მეძინა ფიქრში ერთი წამი იებს ვხედავ ცრემლიანს და მეწვის ფოთლებზე რომ მოსდებია ნამი ვხედავ ჩემთან ერთად როგორ ტირის იქნებ მასაც აწუხებდეს რამე ახლა მივხვდი სიყვარული დილის მზეს როგორ ემშვიდობება მთვარე ამ ნამტირალ, მოღუშულ ღრუბლებში მზის სხივებით დილა გადავშალე შემოდგომის ოქროსფერ ფოთლებში სიყვარულის გრძნობა გადავმალე ზამთარიც მოგვიკაკუნებს კარებს რომ სიცივემ არ გაყინოს გული ფოთლებს თოვლის საბანს დააფარებს სიყვარული იქ მაქვს დამალული გაზაფხულზე სიყვარულის თვეში მე იები ვეღარ გადავთვალე შენ ერთი ხარ ამ ლამაზ იებში მაშინ ფოთლებში რომ გადაგმალე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი