ასეა ჩვენი ქვეყანა.


ახედე მაღლა, ნელა ამოდის მზე
ერთად იღვიძებს დედამიწა და ზეცა
რა ლამაზია მზის სხივები და განათებული ცა
ვიცი მე გული რისთვის მაქვს მძიმე,
ვიცი, რაც უნდა ვქნა,
ახედე მაღლა, არ დაიზარო ლოცვა,
თავზე დაგყურებს, სუფთა უღრუბლო ცა,
მინდა ტკივილი ჩემი მოვუყვე ღმერთსა,
წუხილი ჩემი და დარდი უნდა ვთქვა,
ღმერთო მომეცი ძალა, რომ დავეხმარო,
გაჭირვებულს და ვუჩვენო სწორი გზა,
რომ მივეშველო, 
იმ უპატრონოს და უსახლკარო ბავშვს,
სიცივისაგან შეცივებული, 
ზამთრის ბეღურას გავს,
ვაჭამო მინდა და დავეხმარო, აკანკალებულს, 
კეთილ და ერთგულ ძაღლს,
გვერდში რომ უდგას,
სიმწრის მეგობარს და უპატრონო ბავშვს,
ძაღლი ძაღლია, ბავშვი კი ბავშვი, 
მათი ცხოვრება, როგორ ერთმანეთს გავს,
ძაღლს უპატრონოს, არააქვს სახლი, 
მაგრამ პატრონი ყავს,
ეხლა ბავშვია, მისი პატრონი 
და ეს ახარებს ძაღლს,
ბავშვს კი არავინ ამ ქვეყანაზე, 
მგონი არავინ ყავს.
მხოლოდ ძაღლია მისი ერთგული,
მეგობარი და ძმა,
ჩვენ კი ჩაუვლით და ამოვუვლით,
სულ არ გვადარდებს რა,
მაწანწალაა ის ჩვენს თვალებში, 
იყოს, რა უნდა ვქნა,
ჩვენ ჩვენი გვტკივა, ჩვენი გვაწუხებს,
რაში გვჭირდება სხვა,
ახედე მაღლა რა ლამაზია ზეცა
ერთად იღვიძებს დედამიწა და ცა
რა ლამაზია განათებული, 
ეს ჩვენი ქვეყანა, 
მინდა წავიდე ამ ქვეყანაში, 
თქვენთან რა უნდა ვქნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი