ვიცი მოვა დრო სხვას შეიყვარებ.


ვიცი მოვა დრო სხვას შეიყვარებ
და წავა ჩემი უტკბესი წლები
ამ სიყვარულში ამას, ახარებ
გულით კი სხვასთან, იქ იმყოფები,
ღმერთო მითხარი რა ცხოვრებაა
ასეთი ცოტა დრო რომ არ კმარა 
ეს შვიყვარო მომეცი გრძნობა
ის დავივიწყო არ მყოფნის ძალა,
ზოგჯერ ორივე მინდა რომ მყავდეს
გული არავის რომ არ ვატკინო
სიყვარულია დადგმული სცენა
ცხოვრება არის თეატრში კინო
ჭკუა, არ მყოფნის რომ შევისწავლო
როგორ მოვიქცე ამ სიყვარულში
უსიყვარულოდ ერთთან ვიცხოვრო
და ის ნამდვილი სულ მყავდეს გულში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი