ოცნების თვალით.


არწივის ფრთებით, ქარებს აქროლილს
ზეციურ ამბებს მოტანილს ქარის
ცაში ნისლებში ლექსად დაწერილს
და ღვთიურ ლოცვებს, უძლევი ძალის.
ვერაფრით შეცვლის დილის მზის სხივებს
სითბოს ზეციურს სიცოცხლის ძალას
ქარი დაფანტავს დახურულ ნისლებს
ააბიბინებს ოქროსფერ ყანას
ზეცა ღრუბლებში ნახატი ზღვებით
ვარსკლავთ მოფენილ ლამაზი ღამით
სადამდიც აღწევს ფიქრები ჩვენი
ჩვენი ხედვებიც მთავრდება ამით.
მერე რა არის რომ სიბნელეში
ვერაფერს ხედავ უძლური ღამით
ყველაფერი ჩანს შენს ოცნებებში
ყველაფერს ხედავ ოცნების თვალით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი