ისევ ფიქრები.
ვინ დააბრუნებს იმ წარსულს იმ დროსთან ვინ ჩაგვახუტებს ვინ გააცოცხლებს იმათ სულს ეს ხომ ჩვენ ყველას გვაწუხებს თითქოს ჩაბარდა წარსულში გვახსოვს წარსულის ფერება როცა გულში გვყავს და სულში მხოლოდ დრო მოგვეფერება მაგრამ ორი რამ არ ქრება სიზმრებია და ლანდები სიზმრებში შენი ფერება ცხადში რომ სულ მელანდენი მერე იწყება ფიქრები ფიქრებს მოყვება დარდები დარდებში მოვა სიზმრები და ისევ შენ მელანდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი