კარავში.....


აღარ მინდა ქალაქი
გადავიღალე
მინდა მქონდეს ჰამაკი
კარავი და ტყე,
წამიყვანე, იქ სადქც
წყაროა და მზე,
სადაც ვერავის ვნახავ
გავა ერთი თვე,
ჩამიხუტე ჩამიკარ
გულთ სამალავში
სიყვარულით დამატკბე
შენთან კარავში,
მარტოობა ვარჩიე
გაჭირვების ჟამს
მე შენი სიყვარულის,
შენი გრძნობის მწამს,
მინდა მარტო კარავი
და უღრანი ტყე
რა მაქვს დასამალავი
მინდა ჩაგბარდე.
ჩემთან მოდი ჰამაკში
ხელი მომხვიე
დარჩი ჩემს სიყვარულში
ულეველი დღე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი